logo
ENG



ISW: რუსები ლუჰანსკის რეგიონში "გადამწყვეტი მოქმედებისთვის" ემზადებიან

29 დეკ 202208:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/29/v89thbw1uxtsnm6.jpg

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსები ლუჰანსკის რეგიონში "გადამწყვეტი მოქმედებისთვის" ემზადებიან, თუმცა ექსპერტების აზრით, ჯერჯერობით უცნობია რა სახის მოქმედებები იქნება ეს - თავდაცვითი თუ შეტევითი.

ინსტიტუტის დაკვირვებით, რუსული ჯარები აგრძელებენ ლუჰანსკში ტექნიკისა და ძალების მოგროვებას.

ექსპერტები ამბობენ, რომ საჰაერო-სადესანტო ძალები, რომლებიც მანამდე, სავარაუდოდ, ხერსონის რაიონში მოქმედებდნენ, როგორც ჩანს ლუჰანსკის რეგიონში გადავიდნენ.

ამასთან, ISW თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა ზამთარში ზაპოროჟიეს რეგიონში ახალი შეტევა განახორციელონ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის შეტევა ბახმუტზე, სავარაუდოდ, კულმინაციას აღწევს.

ანალიტიკოსების აზრით, რუსულ ძალებს შეუძლიათ გააგრძელონ არაეფექტური თავდასხმები ბახმუტზე მცირე ჯგუფებით, თუმცა ამ თავდასხმებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატება. 

 


close დახურვა